რონალდუ მეხუთე ოქროს ბურთით მესის დაეწია (ვიდეო)

ბეჭდვა
ფეხბურთი - საფრანგეთი
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 13:42

roniკრიშტიანუ რონალდუ  "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

ფრანგული გამოცემა "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაში 32 წლის პორტუგალიელმა 946 ქულა დააგროვა და გაუსწრო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ლიონელ მესისა ("ბარსელონა") და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ნეიმარს (პსჟ).

ვიდეო

ათეული ასეთია: 4. ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), 5. ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), 6. სერხიო რამოსი ("რეალი"), 7. კილიან მბაპე (პსჟ), 8. ნ’გოლო კანტე ("ჩელსი"), 9. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), 10. ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").

რონალდუს "ოქროს ბურთი" 2008, 2013, 2014 და 2016 წლებში აქვს მოპოვებული. აქამდე, ხუთჯერ ეს პრიზი ლიონელ მესიმ მოიპოვა.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და უეფას სუპერთასი მოიგო, გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გავიდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.