SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ

ბეჭდვა
სხვა - ფუტსალი
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 13:20

6210 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგი კალენდარული ტურის მატჩები გაიმართება.

მეორე ტურის  შეხვედრებს ამჯერად ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ.

სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 11:00 სთ-ზე კროკობეთი დელუქს დეველოპმენტს შეხვდება, 12:00 სთ-ზე გაიმართება მკგილისა და მ2-ის დაპირისპირება. 13:00 სთ-ზე ბილტმორი და ინსტა გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო 14:00 სთ-ზე ნაბეღლავისა და კრედო ბანკის შეხვედრა დაიწყება, „საბანკო დერბი“ ტერაბანკსა და ხალიკ ბანკს შორის 15:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. ბრინჯაოს ლიგის ტური ევროპაბეთისა და ვივუსის დაპირისპირებით დასრულდება.

10.12.2017. ბრინჯაოს ლიგა. II ტური

11:00 კროკობეთი - დელუქსი

12:00 McGill – m2

13:00 ბილტმორი - Insta

14:00 ნაბეღლავი - კრედო ბანკი

15:00 ტერაბანკი - ხალიკ ბანკი

22:00 ევროპაბეთი - Vivus.ge

დღის ცენტრალური შეხვედრით დაიწყება ოქროს ლიგის მეორე ტური. 16:30 სთ-ზე ერთმანეთს სფფ და პატრული დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდებიან წინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელები. ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ sbm.ge-ს მომხმარებელმა ტერაბანკის თავდამსხმელი იური აბაშიძე დაასახელა, რომელსაც კომპიუტერული კომპანია GT Group-ი დააჯილდოვებს, ხოლო ოქროს ლიგაში საუკეთესოს, პსპ-ს ფორვარდს ლევან სარდანაშვილს იზოტონური და ვიტამინიზირებული სასმელი OSHEE- ს საჩუქრები გადაეცემა.

ტური 18:00 სთ-ზე GWP-სა და ბაქსვუდის შეხვედრით განახლდება. 19:00 სთ-ზე ერთმანეთს არმია და პსპ დაუპირისპირდებიან, 20:00 სთ-ზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და საქართველოს ფოსტის გუნდების დაპირისპირება გაიმართება. ტურის დასკვნით შეხვედრაში 21:00 სთ-ზე, ერთმანეთის პირისპირ ვითიბი ბანკი და ნატახტარი წარსდგებიან.

10.12.2017. ოქროს ლიგა. II ტური

16:30 სფფ - პატრული

18:00 GWP - ბაქსვუდი

19:00 არმია - PSP

20:00 TTC - საქართველოს ფოსტა

21:00 ვითიბი ბანკი - ნატახტარი

***

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, იზოტონური და ვიტამინიზირებული სასმელი OSHEE,  რადიო ენერჯი 104.7, ტელეკომპანია „იმედი“, კომპიუტერული კომპანია GT GROUP, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური