ზაზა ფაჩულია: "იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები და შევძლებ ნაკრების დახმარებას" |
|
|
|
| საქართველო |
| ბექა ცისკარიშვილი |
| კვირა, 19 აგვისტო 2012 11:45 |
|
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოსთვისაც დაიწყო. პირველ შეხვედრაში ქართველებმა რუმინეთს 80-64 მოუგეს. გუნდის კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, ტრავმის გამო, გულშემატკივრის სტატუსით ადევნებდა მატჩს თვალს. შეხვედრის შემდეგ, ზაზას გავესაუბრეთ. ზაზა ფაჩულია: "ეს დღეები სულ ვმკურნალობ. ხვალიდან ვარჯიშს დავიწყებ და ვნახოთ რა იქნება. ძნელი იყო ამ მატჩის ყურება, მითუმეტეს ბოლო 2 წელიწადში პირველი ოფიციალური მატჩი იყო სახლში და მასში მონაწილეობა ვერ მივიღე. თბილისში ჩამოსვლამდე 4 დღით ადრე მივიღე კუნთის ტრავმა, შემდეგ ექიმებმა მასაჟები გამიკეთეს და ვერაფერს ვგრძნობდი, თბილისსშიც სამი მატჩი ვითამაშე და ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ გერმანიაში მგზავრობამ ტრავმა ისევ გამირთულა, ჩემი ტრავმა წელიდან გადმოდის კუნთზე და 4 საათი ჯდომის შემდეგ, ისევ შემაწუხა. შემდეგ, გერმანიაში ცუდი პარკეტი იყო, ბეტონზე იყო პირდაპირ დაგებული და ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, გამიუარესდა კუნთის მდგომარეობა. უკან დაბრუნების დროს, ისევ 4 საათი მგზავრობა და კიდევ იგივე მდგომარეობა. საბოლოოდ ვნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს, ლატვიასთან გასამართ მატჩში მივიღებ მონაწილეობას. ფორმაში ვარ, მაგრამ სათამაშო ფორმა რასაც ჰქვია, იქამდე კიდევ ბევრი მიკლია, იმედია მალე გამოვჯანმრთელდები და შევძლებ ნაკრების დახმარებას". ფოტო: ოთარ მუმლაძე |
ჟურნალი
|
|
|
|
|
|
| დაწვრილებით... |
|
დაწვრილებით... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
იმედის ფსონი

"უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი "გურია"... 11-წლიანი ლოდინის დასასრული
ზაზა ფაჩულია: "სამწუხაროდ, მომიწევს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება, მაგრამ დავბრუნდები"
მოდი კალათბურთზე – ფინალები იწყება! მატჩისწინა კომენტარები
ლეგიონი: ამისულაშვილის მოგება და ჭანტურიას ინციდენტი
სუპერლიგის ფინალური სერიის წინათქმა
ვერცხლისმედალოსნებმა ჩემპიონატი მოგებით დაასრულეს







ფეხბურთელების ავტომობილები
კარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს
დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები







.jpg)





















