ზაზა ფაჩულია: "რუმინეთთან ჩემი თამაში საეჭვოა"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
ბექა ცისკარიშვილი   
ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2012 23:38

zaza

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. იგორ კოკოშკოვის გუნდი რუმინეთთან თბილისში გასამართი მატჩით ევრობასკეტ 2013-ის გზას შეუყვება. კონტინენტის პირველობა სლოვენიაში, 2013 წლის 4-22 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელი შეკრების ბოლო სტადიას გადის, რომელიც 1 ივლისს დაიწყო. მოსამზადებელ პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა 8 საკონტროლო მატჩი გამართა, რომელთაგან 4 მოიგო. ბოლო საკონტროლო მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 13 აგვისტოს, გერმანიაში ჩაატარა, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდა და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სპორტის სასახლეში ემზადება.

ცნობილია იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც რუმინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან: გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი და რიჩარ მათიაშვილი. ნაკრების კიდევ 2 წევრი - აკაკი დვალიშვილი და კორი ფიშერი გუნდთან ერთად იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში განაცხადში სხვა კალათბურთელს ჩანაცვლებენ.

დღეს ეროვნულმა ნაკრებმა, ღია ვარჯიში გამართა, ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელების ჟურნალისტებს გაგვესაუბრნენ.

ზაზა ფაჩულია: "სამწუხაროდ, გერმანიის თამაშამდე ერთი დღით ადრე კუნთი დავიჭიმე და ამიტომ ვერ ვითამაშე, რუმენეთთანაც საეჭვო არის ჩემი თამაში. კუნთი არ არის იმ დონეზე, რომ გავიდე და 100% დავიტვირთო, დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს ყველაფერს. რაც შეეხება, საქართველოში გასამართ მეორე მატჩს, იმედი მაქვს სრული მზადყოფნით შევხვდები".

გიორგი ცინცაძე: "თბილისური ტურნირი სასარგებლო იყო, ზაზა ახალი ჩამოსული იყო და შეთამაშების მხრივ გამოგვადგა. გერმანიაში მატჩი რთული გამოდგა, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ცოტა გადაღლილები ვიყავით, კაპიტანმაც ტრავმა მიიღო. ჩვენი მიზანი იყო, შევთამაშებულიყავით და დაგვეხვეწა სხვა და სხვა კომპონენტები, მაგრამ არ გმოგვივიდა, იმიტომ რომ, გუნდის ლიდერს ტრავმა ჰქონდა და ვერ ითამაშა. იმედი მაქვს, ზაზა რუმინეთთან დაგვეხმარება, როგორც გამოჩნდა, სერიოზული გუნდი არის და იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება, ჩემ მიერ ჩატარებულ ბოლო ორ მატჩს, გეტყვით, რომ ჩემი მიზანი არ არის, მაინცდამაინც ქულების დაგროვება, გერმანიასთან მატჩში ერთხელ ვისროლე და ეგეც იძულებით, მთავარია გუნდურად ვითამაშოთ და დაცვა და შეტევა დავაბალანსოთ, ვთვლი, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ".

გიორგი შერმადინი: "თბილისური ტურნირი ნორმალურად ჩავატარეთ, ჩვენი მოგებით დასრულდა. ამხნაგური თამაშები იყო და შევეცადეთ სათამაშო კომპონენტების დახვეწას. გერმანიასთან 11 ქულით დავმარცხდით, თუმცა ვთვლი, რომ კარგი მატჩი იყო, ჩვენ ზაზას გარეშე ვითამაშეთ. გუნდი უკვე შეთამაშებულია და მზად არის პირველი მატჩის ჩასატარებლად. პირველ თამაშში ჯერ კიდევ არ ვიცით, ფაჩულია ითამაშებს თუ არა, მაგრამ იგივე ტალინურ ტურნირზეც არ გვყოლია კაპიტანი და ყველანაირად ვეცადეთ მისი არყოფნა გუნდს არ დატყობოდა, ვფიქრობ ერთი თამაში არ უნდა გაგვიჭირდეს".

ვიქტორ სანიკიძე: "გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ახლა მთავარი პირველი შეხვედრაა, კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით საკუთარი გულშემატკივირის წინაშე. ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.  მოულოდნელი იყო რუმინეთის გამარჯვება, პირველ ტურში, გამოჩნდა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. შეცდომები არ უნდა დავუშვათ, თორემ არავინ გვაპატიებს. ჩემ ბოლო ორ თამაშს რაც შეეხება, უკრაინასთან აუცილებლობა არ იყო მაქსიმალურად ჩავრთულიყავი თამაშში, რაც შეეხება გერმანიას, თავი მცირე გადაღლილობამ იჩინა, თუმცა ახლა ყველაფერი იდეალურადაა და მზად ვარ ბრძოლისთვის".

ფოტო: ოთარ მუმლაძე

 

ჟურნალი

ოუენი"ოქროს ბიჭუნას" უიღბლო საფეხბურთო ისტორია დაწვრილებით...

 

ფრენკ ლამპარდი და კიდევ 6 საუკეთესო ბომბარდირი "ჩელსის" ისტორიაში დაწვრილებით...

 

ალექს ფერგიუსონის საყვარელი 11 ფეხბურთელი, რომლებსაც იგი ''იუნაიტედში'' წვრთნიდა

დაწვრილებით...
 

10 ფაქტი მოიესის შესახებ

დაწვრილებით...
 

burti-badeshi-39476346ფეხბურთელების ავტომობილები

დაწვრილებით...
 

რამდენიმე ფაქტი, რომელიც ფერგიუსონის "მანჩესტერში" მუშაობის დაწყების თარიღს ემთხვევა

დაწვრილებით...
 

რეაქციები ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერიდან'' წასვლის შემდეგ დაწვრილებით...

 

dudaდუდა სანაძე: ვეცდები, ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო

დაწვრილებით...
 

karageriკარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს

დაწვრილებით...
 

Sir-Alex-Ferguson-007დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!

დაწვრილებით...
 

finalჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები

დაწვრილებით...

იმედის ფსონი


აპრილი 2013 მაისი 2013 ივნისი 2013
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...


LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 515 სტუმარი ონლაინში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს საკალათბურთო ფედერაცია რაგბის კავშირი ძიუდოს ფედერაცია ჭადრაკის ფედერაცია ხელბურთის ფედერაცია
წყალბურთის ფედერაცია
მძლეოსნობის ფედერაცია
საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
სათხილამურო ფედერაცია საუნივერსიტეტო სპორტი
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო ტანვარჯიშის ფედერაცია
სკ დინამო სკ ზესტაფონი სკ ტორპედო ქუთაისი სკ დილა
სკ მეტალურგი
top