ქართველებმა თამაში გამოასწორეს და ტურნირი მოიგეს

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
ბექა ცისკარიშვილი   
ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2012 22:35

ზაზა

თბილისის საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს, ქართველები უკრაინელებს ეთამაშებოდნენ და ერთხელაც არ ჩაუგდიათ მატჩის ბედი ეჭვის ქვეშ. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ტურნირზე, სამი გამარჯვებით, პირველი ადგილი დაიკავა.

პირველი ტაიმი ჩვენთვის სასიამოვნოდ დაიწყო, ზაზა ფაჩულიამ სამივე მატჩში მოახერხა სადაო გდების მოგება, მარკოიშვილმა კი 2-0 დაგვაწინაურა.

 

მანუს არც ამის შემდეგ შეუჩერებია სვლა და ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ანგარიში 17-6 გახადა. უკრაინელების შეტევისას მარკოიშვილმა ბურთი ჩაჭრა, შენგელიას მისცა პასი და თოკომაც ლამაზად ჩატენა 19-6. ანგარიში 25-10 იყო, როდესაც შენგელიამ ბურთი ჩაჭრა, მასზე არასპორტული ჯარიმა მიიღეს, თოკომ ორივე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ისევ ქართველების იყო და უკრაინელები ისევ შენგელიაზე დაჯარიმდნენ, თოკომ ისევ ორივე საჯარიმო გამოიყენა. ამის შემდეგ უკრაინელებმა 2 ქულის ჩაგდება მოახერხეს, შემდეგი შეტევისას კი, შენგელიამ ორქულიანი ჩააგდო და პირველი მეოთხედის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 31-12. აღსანიშნავია, რომ პირველ ათწუთეულში მარკოიშვილს 11, ხოლო თოკოს 10 ქულა ჰქონდათ.

მეორე მეოთხედი ქართველთათვის ცუდად დაიწყო და უკრაინელებმა სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს 33-22. ამის შემდეგ მოედანზე შენგელია და პულენი დაბრუნდნენ, საოცრებებიც გააკეთეს და 11 ქულიანი უპირატესობა ოცქულამდე აიყვანეს. უკრაინელების ბოლო შეტევა პულენმა ჩაჭრა, პასი შენგელიას გადააწოდა და ჩვენმა იმედმაც პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა, 52-31. პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველებიდან უკვე 4 კალათბურთელს ჰქონდა 10 და მეტი ქულა, შენგელია (15ქ.), მარკოიშვილი (12ქ.), ფაჩულია (10ქ.), პულენი (10ქ.).

მესამე მეოთხედში ქართველებმა პირველივე შეტევა ეფექტურად დაასრულეს, პულენმა ცინცაძეს კომბინაცია "მოპარა" და სანიკიძეს ბურთი აუგდო, ვიკამაც ალე უპი უნაკლოდ შეასრულა და ამ მატჩში პირველი და როგორც შემდეგ გამოჩნდა, უკანასკნელი 2 ქულა მიითვალა, პირადად მე, ვიკას ასეთი უსუსური თამაში არასდროს მინახავს. რამოდენიმე წუთში უკრაინელების შეტევა ფაჩულიამ ჩაჭრა, პასი შენგელიას მისცა, თოკომაც პერიმეტრზე მყოფი პულენი მოძებნა და იაკობმაც ზუსტად შეასრულა სამქულიანი, 57-33. ქართველების მორიგ შეტევაზე, ზაზამ ბოისა გაიყვანა სამიანზე, ბოისამაც არ დააყოვნა 60-35. ამის შემდეგ იყო შერმადინის ნერვების გამოცდა, მასზე უკრაინელი დაჯარიმდა და 2 საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა გიომ, მსაჯებით უკმაყოფილო ფრატელო ლაპარაკმა აიყოლია და ზაზა მაჩალაძეს ტექნიკური ჯარიმა გამოსტყუა, შერმადინმა ოთხივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა, ამას ცინცაძის ორი საჯარიმოც მოჰყვა და შეხვედრაში პირველად, 30 ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა, 68-38. თამაში ჩვეულ ტემპში გაგრძელდა, ბოლო შეტევა ქართველების იყო, სამსვლიანი კომბინაცია, რომელშიც მარკოიშვილი, ცინცაძე და ბოისა მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელის სამქულიანით დასრულდა 75-49.

მეოთხე მეოთხედში გამოსარჩევი თითქმის არაფერია, გარდა ორი მომენტისა, როდესაც შენგელიამ ბურთი ჩაჭრა და ფაცაცია გაიყვანა პოზიციაზე, მეორე კი, თოკოს მიერ ბოლო წამებზე ნასროლი სამქულიანით დაფიქსირებული საბოლოო ანგარიში 95-69.

მატჩის და მთლიანად ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი, თორნიკე შენგელია გახდა, თოკომ უკრაინელებთან 23 ქულა, 5მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. გამოსარჩევია ნატურალიზებული პულენის თამაშიც, რომელმაც 17 ქულა, 4მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარკოიშვიმა კი საბოლოოდ მხოლოდ 14 ქულის დაგროვება შეძლო. უკრაინელთაგან საუკეთესო ნატიაზკო იყო, რომელმაც 14 და 5 მოხსნა დააგროვა.

საქართველო - უკრაინა 95-69 (31-12; 21-19; 23-18; 20-20)

ფაჩულია (12ქ. 5მ.), მარკოიშვილი (14ქ.), სანიკიძე (2ქ. 6მ. 3პ.), შენგელია (23ქ. 5მ. 7პ. 3ჩ.), პულენი (17ქ. 4მ. 5პ.), ბოისა (6ქ.), ცინცაძე (5ქ. 3პ.), შერმადინი (9ქ. 3მ.), ფაცაცია (3ქ.), მეტრეველი (4ქ.), ლეჟავა, ბექაური.

ფოტო: ოთარ მუმლაძე

 

ჟურნალი

ოუენი"ოქროს ბიჭუნას" უიღბლო საფეხბურთო ისტორია დაწვრილებით...

 

ფრენკ ლამპარდი და კიდევ 6 საუკეთესო ბომბარდირი "ჩელსის" ისტორიაში დაწვრილებით...

 

ალექს ფერგიუსონის საყვარელი 11 ფეხბურთელი, რომლებსაც იგი ''იუნაიტედში'' წვრთნიდა

დაწვრილებით...
 

10 ფაქტი მოიესის შესახებ

დაწვრილებით...
 

burti-badeshi-39476346ფეხბურთელების ავტომობილები

დაწვრილებით...
 

რამდენიმე ფაქტი, რომელიც ფერგიუსონის "მანჩესტერში" მუშაობის დაწყების თარიღს ემთხვევა

დაწვრილებით...
 

რეაქციები ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერიდან'' წასვლის შემდეგ დაწვრილებით...

 

dudaდუდა სანაძე: ვეცდები, ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო

დაწვრილებით...
 

karageriკარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს

დაწვრილებით...
 

Sir-Alex-Ferguson-007დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!

დაწვრილებით...
 

finalჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები

დაწვრილებით...

იმედის ფსონი


აპრილი 2013 მაისი 2013 ივნისი 2013
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...


LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 150 სტუმარი ონლაინში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს საკალათბურთო ფედერაცია რაგბის კავშირი ძიუდოს ფედერაცია ჭადრაკის ფედერაცია ხელბურთის ფედერაცია
წყალბურთის ფედერაცია
მძლეოსნობის ფედერაცია
საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
სათხილამურო ფედერაცია საუნივერსიტეტო სპორტი
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო ტანვარჯიშის ფედერაცია
სკ დინამო სკ ზესტაფონი სკ ტორპედო ქუთაისი სკ დილა
სკ მეტალურგი
top