ექსკლუზივი! ალექს გარსია: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვაგრძელებ მუშაობას" |
|
|
|
| ექსკლუზივი |
| სოფო იზორია |
| სამშაბათი, 31 ივლისი 2012 11:03 |
|
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ალექს გარსია კვლავ "ბარსელონაში" რომ დაბრუნდა, ეს ინფორმაცია თავად გარსიამ Geosports.ge-ს შეგვატყობინა. "ბარსას" ახალი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გუნდში ცვლილებების შეტანას გეგმავს. მისი არჩევანი ალექს გარსიაზე შეჩერდა. "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ხორდი როუნას ადგილი დაიკავა და კატალუნიური გუნდის მეორე მწვრთნელი გახდა. იგი "ბარსელონაში" ორი წელი დარჩება. ახალი სეზონის წინ ბატონ ალექსს ვესაუბრეთ.
- როგორ ემზადებით ახალი სეზონისთვის? - წელს მოტივიაცია, მონდომება და დატვირთვა გაათმაგებულია. გვინდა დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და რაც მთავარია ტიტულები მოვიპოვოთ. ბატონი ვილანოვა პროფესიონალია და გუნდს ბრწყინვალედ იცნობს. ასე რომ, სრულ მზად ყოფნაში ვართ. - ფეხბურთელები თუ არიან ფორმაში და გუნდის შემადგენლობაში იგეგმება თუ არა ცვლილებები? - ჩვენი ყველა ფეხბურთელი ფორმაშია. ვილას და პუიოლს სერიოზული ტრამვა ჰქონდათ, მაგრამ საოცრება ჩაიდინეს და უკვე ჩვენთან არიან. რაც შეეხება ცვლილებებს, ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავთ. რადგან უკვე ყველა მოთამაშე შემოგვიერთდა, ერთობლივ მუშაობასაც დავიწყებთ. - კმაყოფილი ხართ თქვენი საქმიანობით? - სიმართლე გითხრათ, "ბარსაში" დაბრუნებით კმაყოფილი და აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვაგრძელებ მუშაობას. არაჩვეულებრივი ხალხია და მათგან საოცარ სითბოს ვიღებ. - გუარდიოლამ "ბარსელონა" ჩემპიონი გახადა. მან გუნდისთვის დიდი საქმე გააკეთა. რას ფიქრობთ, ვილანოვა შეძლებს ამ კურსის გაგრძელებას? - ტიტო გუარდიოლასთან ერთად მუშაობდა. ის კარგად იცნობს გუნდს. იცის მისი თამაშის სტილი. საქმის დაწყება თავიდან არ სჭირდება და დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს. - მადრიდის "რეალი" თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი მეტოქეა. შეძლებთ მათ გადასწრებას? - ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩემპიონები გავხდეთ. გეთანხმებით, "რეალი" უძლიერესი გუნდია, მაგრამ თუ ბრძოლას იწყებ, ღირსეულად უნდა დაასრულო. სწორედ ამას ვაპირებთ და დასახულ ამოცანას ბოლომდე მივიყვანთ. |
ჟურნალი
|
|
|
|
|
|
| დაწვრილებით... |
|
დაწვრილებით... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
იმედის ფსონი

ჩისკო: "ახლა უფრო მეტი შრომა მოგვიწევს"
10-წლიანი შესვენების შემდეგ, "დინამო" თბილისმა დუბლი გაიფორმა
"ოლიმპმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 86-65
დუშან უჰრინი: "ბოლო თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი მოგებით დავასრულოთ"
"მილანი" VS კახი კალაძის მეგობრები - კალაძის მეგობრებში კანავარო ითამაშებს
"უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი "გურია"... 11-წლიანი ლოდინის დასასრული
ზაზა ფაჩულია: "სამწუხაროდ, მომიწევს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება, მაგრამ დავბრუნდები"







ფეხბურთელების ავტომობილები
კარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს
დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები




























