ბიძინა ბარათაშვილი: ისევ ტი­კი ტა­კა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საკითხავი
კვირა, 15 ივლისი 2012 19:01

spainდი­დი ხნის წინ ლე­გენ­და­რულ­მა გა­რი ლი­ნე­კერ­მა თქვა: ფეხ­ბურთს ყვე­ლა თა­მა­შობს, გა­მარ­ჯვე­ბა კი მუ­დამ გერ­მა­ნი­ას რჩე­ბაო! დღეს ამ გა­მოთ­ქმის ახა­ლი პე­რიფ­რა­ზი გაჩ­ნდა: სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურთს ეს­პა­ნე­თი თა­მა­შობს და გა­მარ­ჯვე­ბაც მას რჩე­ბა!

ეს­პა­ნე­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თი თით­ქოს მთა­ვარ ხიბლს კარ­გავს – ამო­უც­ნო­ბა­დო­ბას. უმაღ­ლე­სი რან­გის ზე­დი­ზედ 3 ფო­რუ­მი ერ­თი და იმა­ვე სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა – სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აფა­სე­ბენ ფა­ვო­რიტ­თა შან­სებს, ვა­რა­უ­დო­ბენ ლიო­ვის გერ­მა­ნი­ის აღ­ზე­ვე­ბას, ინ­გლი­სურ რე­ნე­სანსს, ჰო­ლან­დი­უ­რი ფე­ნო­მე­ნის გაბ­რწყი­ნე­ბას, საფ­რან­გე­თის პოს­ტზი­და­ნურ გა­მოფ­ხიზ­ლე­ბას, მე­სის არ­გენ­ტი­ნის, რო­ნალ­დოს პორ­ტუ­გა­ლი­ი­სა თუ მო­რი­გი "პე­ლე­თი" და­პი­ა­რე­ბუ­ლი ბრა­ზი­ლი­ის დო­მი­ნი­რე­ბას… ჩემ­პი­ო­ნი კი ისევ ჩა­ვი-ინი­ეს­ტას ეს­პა­ნე­თი ხდე­ბა და ამას რა­ღაც სა­ო­ცა­რი სიმ­სუ­ბუ­ქი­თა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით აკე­თებს.

აი ახ­ლაც, კონ­ტი­ნენ­ტის მო­რი­გი პირ­ვე­ლო­ბა ისევ ეს­პა­ნელთა უპი­რო­ბო ტრი­უმ­ფით დას­რულ­და – დელ ბოს­კეს გუნ­დმა სა­ფეხ­ბურ­თო ის­ტო­რია უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ გა­და­წე­რა და, რო­გორც ჩანს, არც მიღ­წე­ულ­ზე შე­ჩე­რე­ბას აპი­რებს!

2 წლის წინ ბევრს არ სჯე­რო­და, რომ "ტი­კი ტა­კას" მქა­და­გებ­ლებს შე­ეძ­ლოთ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-ია­ნი წლე­ბის უძ­ლე­ვე­ლი გერ­მა­ნი­ის შე­დე­გის გა­მე­ო­რე­ბა და 2008 წელს მო­პო­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ოქ­როს სა­მუნ­დი­ა­ლოდ "გა­დად­ნო­ბა"… შეძ­ლეს!

მე­რე გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ იბე­რი­უ­ლი ეპო­ქა აქ დას­რულ­დე­ბო­და და მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი მო­ა­ხერ­ხებ­დნენ ბურ­თის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი, "მო­საწ­ყე­ნი" გო­რა­ო­ბის­თვის ქმე­დი­თი კონ­ტრი­ა­რა­ღის გა­მო­ძებ­ნას. თით­ქოს, შეძ­ლეს კი­დეც – ამ­ხა­ნა­გუ­რებ­ში ჯერ არ­გენ­ტი­ნამ გა­ა­ნად­გუ­რა ყვე­ლაფ­რის მომ­გე­ბი ჩემ­პი­ო­ნი 4:1, მე­რე პორ­ტუ­გა­ლი­ამ – 4:0, ბო­ლოს იტა­ლი­ა­მაც – 2:1… მაგ­რამ მო­ვი­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩე­ბის დრო და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლებ­ზე დად­გა.

რა არ ვუ­საყ­ვე­დუ­რეთ დელ ბოს­კეს: სოლ­და­დოს შინ და­ტო­ვე­ბა, ლო­რენ­ტეს იგ­ნო­რი­რე­ბა, უცენ­ტრფორ­ვარ­დოდ თა­მა­ში, ნეგ­რე­დოს და­წი­ნა­უ­რე­ბა… მან კი ჯი­უ­ტად გა­ნაგ­რძო არ­ჩე­უ­ლი კურ­სი და ყვე­ლა კრი­ტი­კო­სი პირ­ში ჩა­ლა­გა­მოვ­ლე­ბუ­ლი და­ტო­ვა.

ფი­ნა­ლუ­რი 4:0-ის მე­რე აღა­რა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის თა­ნა­ბა­რი მატ­ჩი იტა­ლი­ას­თან, ხორ­ვატ­თა სა­სარ­გებ­ლოდ არ­და­ნიშ­ნუ­ლი 11-მეტ­რი­ა­ნე­ბი და პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან შექ­მნი­ლი 2 კინ­კი­ლა მო­მენ­ტი, რომ­ლებ­მაც ვე­რაფ­რით აა­ცი­ლეს ჩემ­პი­ონს პე­ნალ­ტე­ბის ლა­ტა­რია. ახ­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გათ­ვლილ სტრა­ტე­გი­ად, ძა­ლე­ბის და­ზოგ­ვად და გარ­და­უ­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის რწმე­ნად აღიქ­მე­ბა. პირ­ველ პლან­ზე კი ირ­ლან­დი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა, ფრან­გებ­თან ოფ­ლის­ღვრის გა­რე­შე გა­მარ­თუ­ლი კა­ტა-თაგ­ვო­ბა­ნა და და­უ­ვიწ­ყა­რი ფი­ნა­ლი გა­მო­დის.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­დამ­წყვე­ტი შეხ­ვედ­რა ოთ­ხბურ­თი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით ჯერ არა­ვის მო­უ­გია და შე­საძ­ლოა, ვერც მო­მა­ვალ­ში მო­ი­გოს ვინ­მემ! თა­ნაც ვის­თან?! ინ­გლი­სი­სა და გერ­მა­ნი­ის ზე­დი­ზედ გამ­გდებ, კა­ტე­ნა­ჩოს გა­მომ­გო­ნე­ბელ იტა­ლი­ას­თან, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში 4 გო­ლი 1970 წლის მე­რე არ გა­უშ­ვია!

წლე­ვან­დე­ლი ევ­რო­ფო­რუ­მის სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბა ჯერ წი­ნაა. ალ­ბათ შევ­თან­ხმდე­ბით, რომ პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნა­ში არც ახა­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტაქ­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი გვი­ნა­ხავს და არც ახა­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ამობ­რწყი­ნე­ბა – 16 გუნ­დი­სა და უამ­რა­ვი უსა­ხუ­რი მატ­ჩის პი­რო­ბებ­ში ამის დი­დი იმე­დი არც უნ­და გვქო­ნო­და (წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა მოხ­დე­ბა 24-გუნ­დი­ან ტურ­ნი­რებ­ში!), მაგ­რამ ერ­თი რამ უდა­ვოა – ეს­პა­ნეთ­მა სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის თა­მა­შით ფეხ­ბურ­თი სულ სხვა სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა და ჩვენს პრაგ­მა­ტულ ეპო­ქა­ში მინ­დორ­ზე დღე­სას­წა­უ­ლი და­აბ­რუ­ნა…

ამ­ბო­ბენ, 1966 წლის მუნ­დი­ა­ლის წინ მოს­კოვ­ში ფან­ტას­ტი­კურ ბრა­ზი­ლი­ას­თან 0:3 წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩის დროს, მო­ედ­ნის ცენ­ტრში ინერ­ტუ­ლად გა­ჩე­რე­ბულ ვლა­დი­მერ ბარ­ქა­ი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლის საყ­ვე­დურ­ზე უპა­სუ­ხია: და­მა­ცა­ლე, ფეხ­ბურთს ვუ­ყუ­რე­ბო! ჰო­და, ჩვენც ის დაგ­ვრჩე­ნია, და­ვე­ლო­დოთ სექ­ტემ­ბერს, წა­ვი­დეთ სტა­დი­ონ­ზე და ამ გე­ნი­ა­ლუ­რი გუნ­დის თა­მა­შით დავ­ტკბეთ!


წყარო: http://www.tabula.ge/article-23598.html
ტაბულა © 2012

 

ჟურნალი

ფრენკ ლამპარდი და კიდევ 6 საუკეთესო ბომბარდირი "ჩელსის" ისტორიაში დაწვრილებით...

 

ალექს ფერგიუსონის საყვარელი 11 ფეხბურთელი, რომლებსაც იგი ''იუნაიტედში'' წვრთნიდა

დაწვრილებით...
 

10 ფაქტი მოიესის შესახებ

დაწვრილებით...
 

burti-badeshi-39476346ფეხბურთელების ავტომობილები

დაწვრილებით...
 

რამდენიმე ფაქტი, რომელიც ფერგიუსონის "მანჩესტერში" მუშაობის დაწყების თარიღს ემთხვევა

დაწვრილებით...
 

რეაქციები ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერიდან'' წასვლის შემდეგ დაწვრილებით...

 

dudaდუდა სანაძე: ვეცდები, ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო

დაწვრილებით...
 

karageriკარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს

დაწვრილებით...
 

Sir-Alex-Ferguson-007დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!

დაწვრილებით...
 

finalჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები: ყველაზე წარმატებული ქვეყნები და ქალაქები

დაწვრილებით...
 

52a43bc4333b63e5cd9e9523577950541367872319უბრალოდ ჯიჯი დამიძახეთ

დაწვრილებით...

იმედის ფსონი


აპრილი 2013 მაისი 2013 ივნისი 2013
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...


LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 547 სტუმარი ონლაინში
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს საკალათბურთო ფედერაცია რაგბის კავშირი ძიუდოს ფედერაცია ჭადრაკის ფედერაცია ხელბურთის ფედერაცია
წყალბურთის ფედერაცია
მძლეოსნობის ფედერაცია
საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
სათხილამურო ფედერაცია საუნივერსიტეტო სპორტი
საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტო ტანვარჯიშის ფედერაცია
სკ დინამო სკ ზესტაფონი სკ ტორპედო ქუთაისი სკ დილა
სკ მეტალურგი
top