
საქართველოს 20წლამდე ნეკრება, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ანტირეკორდით დაასრულა. ქართველები ესპანელ თანატოლებთან 62(!) ქულის სხვაობით 49-111 განადგურდნენ. კიდევ ერთიც, აქამდე ქართველები იმას მაინც ახერხებდნენ, რომ ერთ მეოთხედში მინიმუმ 10 ქულას აგდებდნენ, ბოლო მეოთხედში კი 5 (!) ქულა ძლივს მოათავსეს კალათში.
შეგახსენებთ, ქართველებმა წინა ორი მატჩი 38 და 36 ქულის სხვაობით წააგეს და რა გასაკვირია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ და ქართველებზე უარესი ბურთების სხვაობა არცერთ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებს არ აქვს.
ქართველთაგან ტრადიციულად ბექა ბურჯანაძე (15ქ. 5მ.) და დუდა სანაძე (10ქ. 5მ.) გამოირჩნენ. ასევე ნორმალური შედეგი ჰქონდათ მერაბ ბოქოლიშვილსა (8ქ. 3მ. 2პ.) და ირაკლი ალხანაიძეს (6ქ. 6მ. 1პ.).
ესპანელთაგან ვინმეს გამოყოფა რთულია, რადგან 6 კალათბურთელი ათქულიან ზღვარს გადასცდა, ერთს 1 ქულა, ხოლო ერთსაც 2 ქულა დააკლდა ამ ზღვრამდე.
საბოლოოდ საქართველო 3 ქულით, მეოთხე ადგილზე გავიდა, ბურთების შეფარდება კი... 166/302.
საქართველო - ესპანეთი 49-111 (13-29; 12-25; 19-32; 5-25)
ფხაკაძე (3ქ. 1პ.), სანაძე (10ქ. 5პ.), ბოქოლიშვილი (8ქ. 3მ. 2პ.), ალხანაიძე (6ქ. 6მ.), ბურჯანაძე (15ქ. 5მ.), ტეტელაშვილი (1ქ.), როგავა (1მ.), ლომინაშვილი (2ქ.).
სანცი (17ქ. 5მ. 4პ.), დიესი (17ქ. 1მ.), ფერნანდესი (15ქ. 3მ. 3პ.), ოლაიზოლა (12ქ. 6მ.), ბარერა (11ქ. 8მ. 2პ.), ტომასი (10ქ. 9მ. 3პ.), ა. სუარესი (9ქ. 7მ. 2პ.), გუერა (8ქ. 2მ.), ორიოლა (7ქ. 2მ. 1პ.), აბრინესი (3ქ. 4მ. 2პ.), სერვერა (2ქ. 3მ.).
1. ესპანეთი 3/0 254-160 6ქ.
2. თურქეთი 2/1 227-207 5ქ.
3. ლატვია 1/2 200-178 4ქ.
4. საქართველო 0/3 166-302 3ქ. |