
"ბრუკლინისთვისაც" და თორნიკე შენგელიასთვისაც ორლანდოს საზაფხულო კემპი მაჟორულად დასრულდა. "ნეთსმა" როგორც იქნა მოახერხა მოგება 90-77. რაც შეეხება, თორნიკეს. თოკომ 19:54 წუთში, 16 ქულა, 2 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა,
ხოლო პასივში 5 პერსონალური ჯარიმა და 4 დაკარგვა აქვს, ასევე მას ორჯერ დაუფარეს. შენგელიამ 5-დან 4 საჯარიმო, 1-დან 0 სამქულიანი და 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ თავი კარგად წარმოაჩინა და დიდი ალბათობით კონტრაქტსაც შესთავაზებენ.
"ბრუკლინი" - "ინდიანა" 90-77 (24-23; 21-12; 22-20; 23-22)
თორტონი (2ქ. 2მ.), დანსტონი (10ქ. 7მ. 3დ.), ფუტი (11ქ. 11მ.), ბრუქსი (34ქ. 6პ.), დენისი (10ქ. 4მ. 3პ. 5ჩ.), შენგელია (16ქ. 2მ. 4ჩ. 3დ.), გრინი (2ქ.), მორისონი (2ქ. 6მ.), სკოტი (2ქ. 5მ.).
ვადენი (12ქ.), პენდერგრაფი (5ქ. 7მ. 3ჩ.), პლომლი (9ქ. 6მ.), სტეფენსონი (19ქ. 3მ. 3პ.), ო.ჯონსონი (17ქ. 3მ. 4პ.), მავუნგა (6მ.), კრამერი (11ქ. 3პ.), ფამუსი (2ქ. 3მ.), როჯერსი (2ქ.). |