გურამ ენუქიძე: "ფეხბურთელი საქართველოში კარიერას ვერ გაიკეთებს" |
|
|
| Demo Content - ჟურნალი |
| ხუთშაბათი, 12 ივლისი 2012 10:16 |
|
ათი წლის იყო, როცა საფრანგეთში წავიდა. თავდაპირველად ქალაქ კანში ცხოვრობდა, სადაც ადგილობრივ კლუბში შვიდი წელი თამაშობდა. 18 წლის რომ გახდა, მარსელის "ოლიმპიკმა" ქართველი თავდამსხმელი თავისთან მიიწვია. გურამ ენუქიძე ერთი წელია რაც ამ გუნდის ღირსებას იცავს, თუმცა ფეხბურთელს ახალი სეზონის დაწყება სხვა გუნდში სურს. Geosports.ge გურამ ენუქიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. - შენი საფეხბურთო კარიერა უცხოეთში დაიწყო, ალბათ ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, არ გაგიჭირდა?
- ერთი წელია რაც მარსელის "ოლიმპიკის" დუბლების შემადგენლობაში გამოდიხართ, როგორ მოხვდი ამ გუნდში და კმაყოფილი ხარ? - კლუბ "კაენში" კარგი სეზონი მქონდა, გამომდინარე აქედან "ოლიმპიკის" ყურადღების ქვეშ მოვექეცი და მათთან გადასვლა შემომთავაზეს. ერთი წელია რაც აქ ვარ. თავიდან დუბლებში დავიწყე თამაში, ყველაფერი კარგად მიდიოდა, გოლებსაც ვიტანდი. თუმცა დეკემბერში ძალიან სერიოზული ტრავმა მივიღე. სამწუხაროდ, დიდი პერიოდი გამიცდა. სამი თვე არ მითამაშია. - საფრანგეთის ჩემპიონატში შესვენებაა, როგორ ემზადებით ახალი სეზონისთის? - ახალი სეზონისთის მზადებას ხვალ ვიწყებთ, ჯერ-ჯერობით ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე მოვემზადებით, თუმცა ახალი სეზონისთვის მინდა სხვაგან გადავიდე. რაღაც ვარიანტები არის, უკეთეს კლუბში მსურს წავიდე. სამწუხაროდ, მარსელში ახალგაზრდებს პროფესიონალურ გუნდთან ერთად ნაკლებად ათამაშებენ. სურვილი მაქვს, პირველ გუნდთან გავაფორმო კონტრაქტი, მაგრამ მეუბნებიან ადრეაო. მირჩევნია, სხვაგან წავიდე. დუბლებში თამაში აღარ მინდა. - სად უფრო მეტი შანსი გაქვს გადასვლის, რომელი კლუბები განიხილება. საფრანგეთის გარდა ფიქრობ თუ არა სხვა ევროპულ ან არაევროპულ ქვეყანაში კარიერის გაგრძელებას? - სიმართლე გითხრათ საფრანგეთში თამაში აღარ მინდა. არ მომწონს ამათი ჩემპიონატი. მირჩევნია სხვა ქვეყანაში წავიდე სათამაშოდ - ესპანეთი, ინგლისი... ევროპის გარეთაც არ გამოვრიცხავ, გააჩნია რა გუნდი იქნება და რას შემომთავაზებენ. - საფრანგეთის ჩემპიონატი არ მოგწონთ, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატზე რას იტყვით? - ხშირად არა, მაგრამ ვუყურებ ქართული ჩემპიონატის თამაშებს. ქართული ფეხბურთი წინ და წინ მიდის, თუმცა ფეხბურთელი საქართველოში კარიერას ნამდვილად ვერ გაიკეთებს. აუცილებელია ქართული კლუბები უფრო განვითარდნენ, ევროტურნირებში ჩაებან და დიდ ასპარეზზე გავიდნენ. - შენი საფეხბურთო კარიერის შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის. ფეხბურთის სპეციალისტები, მწვრთნელები თუ გეკონტაქტებიან? არ გქონია სურვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური მოგერგო? - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. იმაზე კარგი არაფერია, როცა შენი ქვეყნის მაისური გაცვია და მისთვის რაღაცას აკეთებ. ბევრჯერ დაურეკავს 19წლამდელების მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს, სამწუხაროდ, უარის თქმა მიწევდა, რადგან საქართველოში ჩამოსვლა არ შემიძლია. როგორც კი საფრანგეთის მოქალაქეობას მივიღებ და კიდევ ექნებათ სურვილი ნაკრებში ვითამაშო, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები და პასუხისმგებლობას ავიღებ. ამისთვის კი საჭიროა კარგ კლუბში გადავიდე და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.
|
ჟურნალი
|
|
|
|
|
|
|
|
| დაწვრილებით... |
|
დაწვრილებით... |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
იმედის ფსონი

ჩისკო: "ახლა უფრო მეტი შრომა მოგვიწევს"
10-წლიანი შესვენების შემდეგ, "დინამო" თბილისმა დუბლი გაიფორმა
დუშან უჰრინი: "ბოლო თამაშია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი მოგებით დავასრულოთ"
"მილანი" VS კახი კალაძის მეგობრები - კალაძის მეგობრებში კანავარო ითამაშებს
"უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი "გურია"... 11-წლიანი ლოდინის დასასრული
ზაზა ფაჩულია: "სამწუხაროდ, მომიწევს ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება, მაგრამ დავბრუნდები"






გურამ ენუქიძე: "ფეხბურთელი საქართველოში კარიერას ვერ გაიკეთებს"
ფეხბურთელების ავტომობილები
კარაგერი კარიერას ჯერარდის გარეშე ასრულებს
დიდი კაცის დიდი ეპოქა სრულდება!




























