მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 12:16

მიხეილ-გიორგაძე

ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში, - ასე ეხმაურება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფეხბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების პრობლემას.

მედია გიორგაძისგან დაინტერესდა, თუ რა იცის სპორტის მომავალმა მინისტრმა მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალებაზე და ზოგადად, რა პოზიცია აქვს მას ჩაწყობილ თამაშებზე.

"ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში“, - განაცხადა გიორგაძემ.

 

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 369 სტუმარი ონლაინში