ლეგიონი: შენგელიას 19 ქულა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 15:09

tokoთორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში და მისი გუნდის მორიგი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში.

„ბასკონიამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში „დინამო თბილისის“ მზლეველ „ხუვენტუტს“ უმასინძლა და 87:77 დაამარცხა. შენგელიამ დიდი შედეგიანობა გამოავლინა და თავისიანებს გამარჯვებაში დაეხმარა.

შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:35 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდი მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მისმა გუნდმა კი 8 ტურში 4 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.“ბასკონიას” მომდევნო მატჩი 19 ნოემბერს სტუმრად ერთერთ აუტსაიდერ “სან პაბლო ბურგოსთან” ექნება.

იტალიის სერია „ა"-ს 6 წაგებით დაწყების შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. წაგებებით გაწამებულ ემილიელებს ხელთ დუდა სანაძის „პისტოია“ შერჩათ, რომელიც შინაურ არენაზე 90:42 გაანადგურეს.

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მარკოიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 პასი შესძინა. მანუჩარმა 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

გაცილებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა სანაძეს, რომელიც 20 წუთში 2 ქულას, 1 მოხსნასა და 1 პასს დასჯერდა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი ერთხელ დაირღვა.

1 მოგებითა და 6 მარცხით “რეჯიო ემილია” სატურნირო ცხრილში ბოლო მე-16 ადგილზე დარჩა, “ფლექს პისტოია” კი 2 გამარჯვებით მეცამეტეა.
18 ნოემბერს მარკოიშვილის გუნდი “ვანოლი კრემონას” ესტუმრება, სანაძე და მისი თანაგუნდელები კი ერთერთ ლიდერ “ვენეციას” ესტუმრებიან.

ევროლიგაში წარმატებული მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის „უნიკახა“ ესპანეთის მორიგ ტურში დამარცხდა. მალაგელებმა სტუმრად „გიპუზკოა ბასკეტთან“ 8 ქულით - 63:71 წააგეს.

ქართელი ცენტრი მოედანზე 14:10 წუთით გამოჩნდა და თავი 8 ქულას, 4 მოხსნას და 2 დაფარებას მოიუყარა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, როცა „უნიკახაში“ ცენტრის პოზიციაზე მისმა კონკურენტმა ჯეიმს ოგასტინმა 26 წუთში 5-დან მხოლოდ ერთხელ იხეირა და 2 ქულას დასჯერდა.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (11) მიხედვით, ქართველი კალათბურთელი “უნიკახას” რიგებში მხოლოდ ესპანელ კარლოს სუარეზს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
მალაგელები ოთხ-ოთხი მოგება-წაგებით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან, შემდეგი შეხვედრა კი 19 ნოემბერს შერმადინის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორასთან” ელით, რომელსაც ჯერაც ვერ ეხმარება ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე.

მაიკლ დიქსონი მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 2 კვირის წინ მხრის ტრავმა მიიღო და იმ მატჩთან ერთად მომდევნო შეხვედრაშიც ვერ ითამაშა. საფრანგეთის მორიგ ტურში, რომელშიც სტრასბურელები სტუმრად ერთ-ერთ ფავორიტ „მონაკოს“ შეხვდნენ, დიქსონი მოედანზე დაბრუნდა და თავისიანებს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

მაიკლი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში თავი 14 ქულასა და 2 პასს მოუყარა. დიქსონმა 5-დან 4 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ. „სტრასბურმა“ მონაკოელები 90:83 დაამარცხა და 5 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა. დიქსონის გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 ნოემბერს, შინ, “ლიონ-ვილერბანთან” ელის.

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 330 სტუმარი ონლაინში