დავით მუჯირი: საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 17:05

29 სექტემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე, „მსოფლიოს XI” მატჩის მასპინძელ „GFF –XI“-ს დაუპირისპირდება. მატჩთან დაკავშირებით 19 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენცია გამართა.

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძარმა ძალიან დააზარალა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი. ჩვენთან, ფეხბურთის ფედერაციაში, გაჩნდა იდეა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის - საქართველოსა და ირლანდიის თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მიგვემართა ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის, ამასთან, გადავწყვიტეთ, დაგვეგეგმა საქველმოქმედო მატჩი, რომელიც გარდა იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებისათვის დიდი ზეიმი იქნებოდა, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენაში. სწორედ, აქედან დაიბადა იდეა, რომ საქართველოში, ქართველ გულშემატკივარს მსოფლიოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაში ეხილათ.

ამ ეტაპზე გარდა ფეხბურთელებისა, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთ-ერთ გუნდს გერმანელი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ეყოლება, რომელიც 2004 წელს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება გუნდების სრულ შემადგენლობასა და მეორე მთავარ მწვრთნელს, მოგვიანებით გახდება ცნობილი," - განაცხადა დავით მუჯირმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი,  ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი   ესტუმრებიან.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge - ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 ზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე გაყიდვაშია 10,15 და 25 ლარიანი ბილეთები.

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 53 სტუმარი ონლაინში