სლოვენია ევრობასკეტის გამარჯვებულია (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 14:42

21586548_10155549667141271_1674543306759386480_o

სლოვენიას ტურნირის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია - ევრობასკეტის გამარჯვებულიც გახდა.

ფინალში სერბეთი ანგარიშით 93:85 დაამარცხეს.

ვიდეო - სლოვენიელები გამარჯვებას ზეიმობენ!

პირველივე წუთიდან ორივე გუნდი სწრაფად უტევდა. პირველი მეოთხედი სერბების გამარჯვებით დასრულდა 22:20. მეორე მეოთხედში სლოვენიელებმა თამაშს მოუმატეს და 11-ქულიანი უპირატესობით - 36:25 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ასეთი იყო - სლოვენია 56:47 სერბეთი.

მატჩის მესამე მეოთხედში სერბები გააქტიურდნენ. სლოვენიის ნაკრების კალათბურთელმა - ლუკა დონჩიჩმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია. მესამე მეოთხედი სერბებმა 15:20 მოიგეს.

ვიდეო - მატჩის საუკეთესო მომენტები

სამი პერიოდის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულა იყო - სლოვენია 71:67 სერბეთი. გადამყწვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, სერბებმა ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს, ხოლო ოთხი წუთით ადრე კი ანგარიში საყაიმო - 80:80 გახდა. ბოლო წუთებზე სლოვენიელებმა ძალები მოიკრიბეს და გადამწყვეტი ექვსქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს.

სლოვენიელთა მხრიდან საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო. მან 35 ქულა, სამი პასი და შვიდი მოხსნა მოაგროვა.

სერბებიდან კი კარგად ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოიყურებოდა, რომელმაც 22 ქულა, ხუთი პასი და ოთხი მოხსნა გააკეთა.

„ევრობასკეტის“ საუკეთესო კალათბურთელი სლოვენიის ნაკრების ლიდერი, გორან დრაგიჩი გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში 35 ქულა, შვიდი მოხსნა და სამი პასი გააკეთა.

ტურნირის საუკეთესო ხუთეულში, დრაგიჩთან ერთად, ლუკა დონჩიჩი, ალექსეი შვედი, ბოგდან ბოგდანოვიჩი და პო გასოლიმოხვდნენ.

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 54 სტუმარი ონლაინში