„Coaches Across Continents“-ის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საინტერესო
GeosportS.ge   
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 12:36

ტრენინგისპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.

სპორტის სხვადასხვა სახობებიდან  შერჩეული მწვრთნელებისთვის ტრენინგები პროექტის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა - მარკუს ბენშმა, ლორიკ ჰარტუნმა და ჯეიმი ტომკინსონმა სპორტკომპლექს „არენაში"  ჩაატარეს.

ვიდეო

ტრენინგების დასრულების შემდეგ, მწვრთნელებს სერთიფიკატები  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მისმა მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სამინისტროში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე გადასცეს. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა მწვრთნელებისთვის სპორტის სოციალური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მწვრთნელების აღნიშნული მიმართულებით გადამზადება და პარტნიორობის პირველი ეტაპის დაწყება.

"Coaches Across Continents" 21 პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და "კლინტონის გლობალური ინიციატივის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიკ გეიტსმა დააფუძნა.

ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერა და პოზიტიური სოციალური ცვლილებების წახალისება სპორტის მეშვეობით. დღესდღეობით, "Coaches Across Continents" 40-მდე ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კორპორაციებთან  და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრობლობს. თანამშრობლობა ე.წ. "Hat-Trick Initiative"-ის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის მთავარი მიზანია ადგილობრივი მწვრთნელებისა და საზოგადოებისთვის საჭირო სტრატეგიული და საგანმანათლებლო რესურსების მიწოდება, რათა ერთობლივად შემუშავდეს კურიკულუმი, რომელიც სპორტის მეშვეობით აამაღლებს კრიტიკული სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერებას და წაახალისებს ამ საკითხების გადაწყვეტას. 

"Coaches Across Continents"-თვის პრიორიტეტულ სოციალურ მიმართულებებს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კონფლიქტის პრევენცია და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიური ჩართულობა. ორგანიზაციის პრიორიტეტები ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს.
"Coaches Across Continents"-თან პარტნიორობის პირველ ეტაპზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთიურად მიიღებს "სპორტი სოციალური ცვლილებებისთვის" კურიკულუმს, რომელიც შემუშავებულია ორგანიზაციის ექსპერტების მიერ. ადგილობრივ მწვრთნელებს მიეცემათ საშუალება იხელმძღვანელონ აღნიშნული კურიკულუმით სპორტულ მოედნებზე და მათ ფარგლებს მიღმა, ასევე ტრენინგის პერიოდში მიიღონ რჩევები და კონსულტაციები და ხელი შეუწყონ საქართველოში სპორტის სოციალური ფუნქციის განვითარებას სპორტის სხვადასხვა  სახეობებში.

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 483 სტუმარი ონლაინში