ფუტსალი: რუმინეთი 2-2 საქართველო

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ფუტსალი
GeosportS.ge   
სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017 22:25

uefa

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრით დაიწყო. თამაში 2:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი რუმინელთა უპირატესობით დაიწყო.  საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობა მალევე გამოასწორა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

ანგარიში მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ გახსნა - 0:1. მე-15-ზე მურთაზ კაკაბაძემ რუმინელთა კარი მეორედ აიღო 0:2.

მეორე ნახევარში რუმინელებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს და ერთ წუთში ჩაბიომ ანგარიში გაათანაბრა 2:2.

საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ევროფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 2018 წელს სლოვენიაში გაიმართება.

განმეორებითი შეხვედრა თბილისში 26 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ალექსანდრე ჯამბურია (კ), შოთა თოფურია, რონინიო და სილვა, ნიკა კურტანიძე, ფუმასა.
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია, მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, კახა მაისაია, გია ნიყვაშვილი.

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 484 სტუმარი ონლაინში