"ოლ ბლექსი" - ჩემპიონი მეექვსედ!

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 18 ივნისი 2017 22:03

download (1)20-წლამდელ მორაგბეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. ეს ამ გუნდისთვის მეექვსე ტრიუმფია ამ ტურნირზე.

"ოლ ბლექსმა" პირველობა ჩამოართვა ინგლისის ნაკრებს, რომელსაც უშანსოდ მოუგო ფინალურ მატჩში - 64:17.

ზელანდიამ პირველივე წუთებზე დაანახა თავისი ძალა მეტოქეს, როცა მეათე წუთისთვის ორი ლელო ჰქონდა გატანილი. მართალია, ინგლისმა ამას მე-18 წუთზე ლელოთი უპასუხა, მაგრამ ამან მხოლოდ გააბრაზა მომავალი ჩემპიონი.

შედეგად, პირველი ტაიმის ბოლომდე "შავებმა" კიდევ ოთხი ლელო დადეს და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილი იყო - 40:7.

მეორე ნახევარში ზელანდიამ დაინდო მეტოქე და ოთხ ლელოს დასჯერდა.

თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ ტურნირზე ფინალებისთვის ქულათა სხვაობის რეკორდი დამყარებულიყო. წინა რეკორდიც ზელანდიას ეკუთვნოდა, რომელმაც 2010 წელს, ავსტრალიას გადამწყვეტ მატჩში 62:17 აჯობა.


საქართველოში გამართული ტურნირის საბოლოო კლასიფიკაცია ასეთია:

1. ახალი ზელანდია

2. ინგლისი

3. სამხრეთ აფრიკა

4. საფრანგეთი

5. შოტლანდია

6. ავსტრალია

7. უელსი

8. იტალია

9. ირლანდია

10. საქართველო

11. არგენტინა

12. სამოა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი შოტლანდიაში გაიმართება.

1tv.ge

 

ჟურნალი

kaka"კაკა ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის საყურებლადაც ფულს გადავიხდიდი" – 2009 წლის 15 მაისი.

დაწვრილებით...
 

16997151_1325864190807217_31392564_nამბავი ქართველი პუიოლისა

დაწვრილებით...
 

michael-phelps-olympicsწარმატების რაციონი – მაიკლ ფელპსი

დაწვრილებით...
 

ff10f95b6d35ea63c87c53aed88ae658ფებურთელები, რომელთაგანაც მეტს ველოდით

დაწვრილებით...
 

16707073_1770918713130729_201784031_nსაქართველო 1:0 ხორვატია - დაუვიწყარი მატჩის გმირები

დაწვრილებით...
 

wc1690397ლეო მესი – რაშია მისი ბრწყინვალება?

დაწვრილებით...
 

Steven-Gerrard-Liverpool1Steven Gerrard - ნახვამდის ლეგენდა!

დაწვრილებით...
 

maxresdefaultსტამბულის გმირები – სად არიან ახლა ისინი?

დაწვრილებით...
 

fergiრითი ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები, როდესაც მათ არავინ იცნობდა

დაწვრილებით...
 

largeფეხბურთელები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობა დაამარცხეს

დაწვრილებით...

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 400 სტუმარი ონლაინში