U20: საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საქართველო
GeosportS.ge   
კვირა, 18 ივნისი 2017 16:13

rugby

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით  18-24.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩი ჩაატარა 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მეათე ადგილი დაიკავა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სტუმრებმა ტინენის ლელოთი შეძლეს ანგარიშის გახსნა და 30-ე წუთისთვის 7:0 დაწინაურება. 28-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა. 32-ე წუთზე ქართველი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა და „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ - 10:7.

ირლანდიამ ხუთი წუთის ინტერვალით - 44-ე დე 49-ე წუთებზე სვიტმენ-დორისმა და ბოილმა ორი ლელო გაიტანეს (ორივე დინმა გარდასახა) და ანგარიში გახდა 21:10 ირლანდიის სასარგებლოდ.

მასპინძელი გუნდი აფრასიძემ გამოაფხიზლა, რომელმაც ჯერ ულამაზესი გარღვევით ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ლელო გაიტანა, შემდეგ კი ჯარიმაც შეაგდო და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 18:24.

სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ, ბოლოს, ირლანდიელებმა კარგად დაიცვეს თავი. დინმა საჯარიმოც გაიტანა და საქართველოს მხოლოდ გარდასახული ლელო სჭირდებოდა მოგებისთვის. "ბორჯღალოსნები" U20-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილს დასჯერდნენ.

უფრო ადრე, "ავჭალას" სტადიონზე მე-11 ადგილისთვის მატჩში არგენტინამ 53:42 დაამარცხა სამოა.

www.1tv.ge

 

ივნისი 2017 ივლისი 2017 აგვისტო 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

superleague

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 244 სტუმარი ონლაინში