თეოდორა კახიანი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია! (ვიდეო)

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
მეკლდეურობა
GeosportS.ge   
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 09:02

ფარიკაობა

საქართველოს ნაკრებმა ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო - თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა!

ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!

ვიდეო

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება. მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გუშინ გაიმართა. ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 383 სტუმარი ონლაინში