ფაჩულია: "საქართველო, ეს გამარჯვება შენთვისაა, შენთვის!"

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
რაგბი
GeosportS.ge   
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 09:24

zazachempioniaaa-cr-739x428

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლიგის ჩემპიონია. ზაზა პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA მოიგო.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

მატჩის შემდეგ საქართველოს კაპიტანმა კომენტარი გააკეთა.

ზაზა ფაჩულია: "ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მცირე გამარჯვებაც კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველო, ეს გამარჯვება შენთვისაა, შენთვის! ამ გამარჯვებას ვუძღვნი ჩემს გულშემატკივრებს და ჩემს ქვეყანას".

 

აგვისტო 2017 სექტემბერი 2017 ოქტომბერი 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 391 სტუმარი ონლაინში