ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ჩვენი თამაში
გიორგი ფულარიანი   
ორშაბათი, 14 აპრილი 2014 00:01

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას „ვიცხოვროთ ჯანსაღად“ და ჩვენი შემდეგი თემა მუცლის პრესი და მისი ვარჯიშების სპეციფიკა იქნება...

როცა მუცლის პრესზე ვარდება სიტყვა, ადამიანთა უმრავლესობას მისი დაყენება მხოლოდ რეკორდული რაოდენობით ვარჯიშების შესრულებით წარმოუდგენია, მაგრამ თავიდანვე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის!

მუცელი პრობლემატურ საკითხად ითვლება როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისათვის, რომელთაც უამრავი დარტყმის მიღება უწევთ ფიზიოლოგიური თუ საკეისრო მშობიარობის სახით. ისედაც ცხიმის დაგროვებისკენ მიდრეკილი ადგილი ჰორმონების გავლენით უფრო მეტ ცხიმს აგროვებს ორსულობის პერიოდში, კუნთები ეშვება და შესაბამისად, კანიც დუნდება.

მშობიარობის შემდეგ პრესის აღდგენითი პროცესი ზოგი ქალისთვის ძალზე რთულია, ზოგისთვისაც კი შედარებით ადვილი, მაგრამ ეს უკვე გენეტიკაზეცაა დამოკიდებული.

მამაკაცთათვის
ლამაზი და გამაგრებული მუცელი ყველა მამაკაცს სჭირდება, ვინც სპორტითაა დაკავებული და არა აქვს მნიშნვნელობა, ის ფეხბურთელია, კალათბურთელი, მოცურავე, მოჭიდავე თუ მოკრივე.

თანაც, პრესის ვარჯიშების შესრულება მარტო იატაკზე კი არა, ძელზეც და ორძელზეც შეგიძლიათ ფეხების მაღლა აწევით. გარდა ამისა, სასურველია, რომ ფეხებით რაც შეიძლება მაღალ ადგილას დაეკიდოთ და შემდეგ ქვემოდან ამოწიოთ მაღლა მუცელი — ასე კარგად დაგეჭიმებათ.

გამაგრებას რაც შეეხება: დაეკიდეთ ძელზე და სთხოვეთ მეწყვილეს ან თქვენს მეგობარს, რომ ხელი და ფეხი გირტყან მუცელში — თავიდან, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა და მერე როცა თავად იგრძნობთ, რომ ტკივილი დიდი და მძიმე არ არის, თავად მოსთხოვეთ დარტყმების სიმძლავრის მომატება.

კიდევ ერთი: ორძელზე მუცლით დაეკიდეთ და ეცადეთ, რომ ხელები გაუშვათ და მუცლით იხტუნაოთ — თავიდან ხელები მიახმარეთ, მერე კი ეცადეთ, რომ მხოლოდ მუცლით იმუშავოთ.

ქალთათვის
აქ ცოტა ლაღად გვაქვს საქმე, რადგან ქალთა უმეტესობას პრესი მხოლოდ სილამაზისთვის უნდა და არა გამაგრებისთვის: ძელზე და ორძელზე იმავე ვარჯიშის შესრულება ქალებსაც შეუძლიათ და წაადგებათ კიდეც, თუმცა გამაგრება მხოლოდ გამონაკლისებს უნდათ ქალებში.

კარდიო
დაიმახსოვრეთ, რომ მარტო პრესის ვარჯიშების შესრულება არაა საკმარისი მის გამოსაკვეთად — აუცილებელია ასევე სირბილი და კარდიო-ვარჯიშები! კვირაში 3-ჯერ 30-წუთიანი კარდიო საკმარისია.

კვება
ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ლამაზი და განვითარებული პრესი და საერთოდ, ტანი გქონდეთ. აუცილებლად უნდა შეარჩიოთ სწორი რაციონი და ქალების საყურადღებოდ: გვიან არ ჭამოთ!

 

ნოემბერი 2017 დეკემბერი 2017 იანვარი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 349 სტუმარი ონლაინში